Freightsline • ფრეითსლაინი

Freightsline • ფრეითსლაინი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Freightsline • ფრეითსლაინი, Transportation Service, ვაჟა-ფშაველას გამზირი, Tbilisi.

Freightsline is a logistics company that assists individuals and legal entities in international shipping by land as well as by sea and air • ფრეითსლაინი არის ლოჯისტიკური კომპანია.

15/06/2023
ტემპერატურის კონტროლირებადი სატვირთო მანქანები აღჭურვილია იმგვარი მისაბმელებით, რონლების უზრუნველყოფენ კონკრეტული ტემპერ...
21/04/2023

ტემპერატურის კონტროლირებადი სატვირთო მანქანები აღჭურვილია იმგვარი მისაბმელებით, რონლების უზრუნველყოფენ კონკრეტული ტემპერატურის არსებობასა და შენარჩუნებას.
ამ რეჟიმის მქონდე სატვირთოები შექმნილია იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მალფუჭებადი პროდუქტების ხარისხი და ვარგისიანობა შეუსაბამო გარემო ტემპერატურისა და ხანგრძლივი მგზავრობის პირობებშიც კი.

Freightsline • ფრეითსლაინი გთავაზობთ ტემპერატურის კონტროლირებადი სატვირთო მანქანებით ტვირთის გადატანას და, რაც ყველაზე მთავარია, მისაბმელში არსებული ტემპერატურის დისტანციურ კონტროლს 🌡️🌡️

ფრეითსლაინი იმედოვნებს გზების დროულ მოწესრიგებას 🙏
23/02/2023

ფრეითსლაინი იმედოვნებს გზების დროულ მოწესრიგებას 🙏

#რახდებაგზებზე
#იმგზავრეუსაფრთხოდ

🔵 ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

🔴 ამასთან, ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

🔵 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

👏👏ველოდებით მაგისტრალის დარჩენილ ნაწილსაც 🙏
25/01/2023

👏👏
ველოდებით მაგისტრალის დარჩენილ ნაწილსაც 🙏

#ინფრასტრუქტურა2022
✅2022 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა
✅მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი
✅მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე

Tesla Semi მსოფლიოში პირველი სატვირთოა, რომელიც ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეუძლი...
20/12/2022

Tesla Semi მსოფლიოში პირველი სატვირთოა, რომელიც ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეუძლია, ტვირთზიდვის შესაძლებლობა 36 ტონას აჭარბებს. უახლოესი ორი წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 50,000 სატვირთოს წარმოება, თითოეულის ფასი კი, მიახლოებით, 200,000 დოლარის ფარგლებში იქნება.

მშვენიერი ამბავია 🎗
06/12/2022

მშვენიერი ამბავია 🎗

🇦🇿 აზერბაიჯანის რესპუბლიკის 🇬🇷 საბერძნეთის რესპუბლიკის და 🇷🇴 რუმინეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვებით მოსარგებლე გადამზიდველთა საყურადღებოდ!

✅ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დამატებით მიღებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საბერძნეთის რესპუბლიკის და რუმინეთის(ორმხრივ/ტრანზიტი) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები

📤 ნებართვების გაცემა თბილისის ფილიალიდან დაიწყება 5 დეკემბერს, ხოლო რეგიონის ოფისებიდან სანებართვო დოკუმენტების გატანა შეგეძლებათ 6 დეკემბრიდან, როგორც დაჩქარებული, ასევე, დაუჩქარებელი წესით

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საინფორმაციო ცენტრს: 2 365501

ეს სანტერესოა!!!
26/11/2022

ეს სანტერესოა!!!

commersant.ge

22/11/2022
გადაზიდვას ახორციელებს გადამზიდავი, ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას კი – ექსპედიტორი.გადაზიდვისათვის გამოიყენება სხვა და ...
31/10/2022

გადაზიდვას ახორციელებს გადამზიდავი, ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას კი – ექსპედიტორი.
გადაზიდვისათვის გამოიყენება სხვა და სხვა ტიპის ტრანსპორტი: სატვირთო მანქანა, გემი, რკინიგზა და თვითმფრინავი.
ტვირთის მიღება შესაძლებელია კონოსამენტის წარდგენის ან რელიზის თანახმად.
კონოსამენტი (Bill of Lading) – საზღვაო ზედდებული, საზღვაო გადაზიდვის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან ფუნქციებს:
საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებას;
ხელწერილს ტვირთის მიღებაზე;
ტვირთგანმკარგველ დოკუმენტს (განსაზღვრავს, ვინ არის ტვირთის მიმღები. კონოსამენტში მითითებულია პირდაპირი მიმღები-ორგანიზაცია ან პირდაპირი მიმღების სახელი, გვარი).
რელიზი – თანხმობა ტვირთის გაცემაზე კონოსამენტის ორიგინალის წარმოდგენის გარეშე, ტვირთის გამომგზავნის პირდაპირი მითითებით.
ფრახტი – ეს არის საზღვაო გზით გადაზიდვის ღირებულება, ნავსადგურებში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის საფასურის გარეშე.
THC -ეს არის გემიდან ან გემზე კონტეინერის დატვირთვის ან ჩამოცლის საპორტო-სატერმინალო ხარჯი, რომელშიც შედის საბაჟო საწყობში მიწოდების ხარჯებიც.

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხ...
19/10/2022

საქართველოს პრეზიდენტი, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საზღვაო პორტის აღმასრულებელ დირექტორს, ფლორინ ვიზანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს რუმინეთსა და საქართველოს შორის საზღვაო-საბორნე გადაზიდვის ხაზების ჩამოყალიბების შესახებ. ამჟამად, საქართველოს მხოლოდ უკრაინასა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი, რეგულარული საბორნე გადაზიდვები, თუმცა უმნიშვნელოვანესია საბორნე გადაზიდვების დაწყება რუმინეთის მიმართულებითაც.

ვრცელდება ინფორმცია რომ, ყაზახეთის სარკინიგზო სატრანსპორტო გადაზიდვების ეროვნული ოპერატორი ირანის, აზერბაიჯანის, საქართვ...
11/10/2022

ვრცელდება ინფორმცია რომ, ყაზახეთის სარკინიგზო სატრანსპორტო გადაზიდვების ეროვნული ოპერატორი ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პორტებში ტერმინალებს გახსნის.
ყაზახეთის პრეზიდენტის დავალებით იქმნება ეროვნული სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანია. აღნიშნული დავალების ფარგლებში მსოფლიო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებთან კოოპერაცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სატერმინალო ქსელის შექმნა იგეგმება. იგეგმება სატრანსპორტო-ლოგისტიკის სინქრონიზაცია, შეფერხებების აღმოფხვრა და ერთიანი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც სატრანსპორტო გადაზიდვების შეუფერხებელ გაცვლას უზრუნველყოფს და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას უზრუნველჰყოფს.
გასატარებელი სამუშაოების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ირანში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გარე სატერმინალო ქსელის შექმნა იქნება. ამასთან, ყაზახეთი ეროვნული ოპერატორის მართვაში სახელმწიფო რეგულირების გაძლიერებას, კორპორაციულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობით, სატარიფო პოლიტიკის შეთანხმებებში და საოპერაციო საქმიანობის გაზრდის გზით გეგმავს.
როგორც აცხადებს ყაზახეთის მთავრობა, აღნიშნული ღონისძიებები ყაზახეთის ლოგისტიკური პოტენციალის კონცეპციით 2030 წლამდე განხორციელდება.

🌊🚢შავი ზღვის აუზში გადაზიდვები ძვირდება - 7 ოქტომბრიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურს 5-ჯერ ...
03/10/2022

🌊🚢
შავი ზღვის აუზში გადაზიდვები ძვირდება - 7 ოქტომბრიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურს 5-ჯერ გაზრდის. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კომერციულ გემებს სრუტეებით სარგებლობისთვის 1 ტონაზე 80 ცენტრის ნაცვლად 4 დოლარის გადახდა მოუწევთ. თურქეთმა სახმელეთო სატრანზიტო საფასურიც გაზარდა. 1 სექტემბრიდან სატრანზიტო გადაზიდვის საფასური 113 აშშ დოლარიდან 130 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოს ან მესამე ქვეყნის მიმართულებით ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით სარგებლობა მოგვიწევს.

Address

ვაჟა-ფშაველას გამზირი
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995599956259

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Freightsline • ფრეითსლაინი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Freightsline • ფრეითსლაინი:

Share