26/02/2022
We
🔴🔴🔴 წაშალეთ ოკუპანტი ქვეყნის აპლიკაცია - MAXIM სამუდამოდ!!!🔴🔴🔴
🔴ჩვენ ვგომბთ რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინაზე და პროტესტის ნიშნად ყველას მოგიწოდებთ არ შევიძინოთ რუსული პროდუქცია და არ გამოვიყენოთ რუსული სერვისები, მათ შორის Taxi Maxim-ის გამოსაძახებელი აპლიკაცია!
🔴დიახ, ჩვენ ვემიჯნებით პუტინს, რუსეთს და ყველაფერს რაც რუსეთთანაა დაკავშირებული.
🔴დავდგეთ ერთად, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ მოძმე ერს და მაქსიმალურად შევავიწროვოთ ჩვენი საერთო მტერი - რუსეთი.
🔴არ დავუშვათ ჩვენი ფულის რუსეთში გადინება, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ჩვენგან გასული ფულით ყიდულობენ სამხედრო შეიარაღებას, რომელსაც ჩვენს და ჩვენი მოძმე ერის უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ!!!
🔴გვესმის, თუნდაც ჩვენი სერვისი Maxim არის კომფორტი მგზავრებისთვის და დამატებითი შემოსავლის წყარო მძღოლებისთვის, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლას თავისი ფასი აქვს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადავიხადოთ.
🔴ბოდიში რომ აქამდე აქტიურად ვეწეოდით ოკუპანტი ქვეყნის კომპანიის პროპაგანდას ჩვენს მშობლიურ ქალაქში. ბოდიში, რომ ვაკეთებდით იმას, რაც დღეს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის გადმოსახედიდან მიუღებელი და დასაგმობია.
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს 💙💛
#არარუსეთს
#არაოკუპანტს
#არაპუტინს