09/03/2025
ვაკეტაქსის განცხადება!
ჩვენ თორმეტწლიანი საქმიანობის განმავლობაში, თქვენთან ერთად გავიზარდეთ, ვიმუშავეთ და ვიყავით თქვენი სანდო ტრანსპორტი რუსთავიდან ვაკის მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში, ვცდილობდით, მოგვეწოდებინა კომფორტული, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სერვისი.
ახლა, როდესაც რუსთავის მუნიციპალიტეტმა ამავე მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება განახორციელა და უფრო თანამედროვე, ხელმისაწვდომი და კომფორტული სერვისი შესთავაზა მგზავრებს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ ვაკეტაქსის ოპერირება. მიგვაჩნია, რომ აღარ არის საჭირო ვაკეტაქსის მომსახურება.
გვსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გქონდათ ჩვენდამი. თქვენი მხარდაჭერა და ერთგულება იყო ჩვენი მოტივაცია. გვეამაყება, რომ ამ გზაზე 12 წელი ერთად ვიარეთ.
ასევე, წარმატებებს ვუსურვებთ რუსთავის მუნიციპალიტეტს და ახალ სატრანსპორტო პროექტებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო კომფორტულ და ხელმისაწვდომ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს!
გისურვებთ წარმატებას და სასიამოვნო მგზავრობას,
ვაკეტაქსის გუნდი.