28/11/2017
https://www.facebook.com/cxovrebisjansagiwesi/photos/a.329634850775492.1073741828.329627774109533/339841786421465/?type=3&theater
📢📢📢📢 ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - ფოტო და ჩანახატების კონკურსი, სკოლის მოსწავლეებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ”-თან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების თემაზე გამოავლინოს საუკეთესო ფოტო და ბლოგპოსტის ავტორები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. შესაბამისი სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს 30 საუკეთესო ფოტოს, რომელიც გამოიფინება პროექტის დახურვით ღონისძიებაზე, საუკეთესო ჩანახატები კი გამოქვეყნდება პროექტის ფეისბუქ გვერდზე.
პროექტის გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
ჩანახატების გამარჯვებულებისათვის
I- ადგილი - ლეპტოპი;
II- ადგილი - ტაბლეტი;
III - მობილური ტელეფონი;
ფოტოკონკურსის გამარჯვებულებისათვის
I- ადგილი - ლეპტოპი;
II- ადგილი - ტაბლეტი;
III - მობილური ტელეფონი;
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს.
კონკურსის პირობები:
- ფოტო და ჩანახატი (ბლოგი) უნდა ეხებოდეს ჯანსაღი ცხოვრების თემას
- ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს და ჩანახატის (ბლოგის) გამოგზავნა
- ნამუშევრის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა).
-პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან
- ჩანახატის ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი - ქართულ ენაზე, შრიფტი-sylfaen, ზომა 12. ხაზებს შორის დაშორება 1,5.
-ნაწერის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს (A4 ფორმატი).
გამარჯვებულ ნაშრომებს შეარჩევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, “ჰელფინგ ჰენდ”-ის და თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.
საკონკურსო ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ნოემბერი 18:00 საათი.
მასალების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: [email protected]
საკონტაქტო ნომერი: 599 92 41 34 ნინო თოდუა
593 3719 24 ნინო ჩიტიშვილი
#აირჩიე
#ცხოვრებისჯანსაღიწესისკამპანია
Tamta Chikovani Tamuna Malazonia Salome Sharashenidze
Nino Todua Nino Chitishvili Tiko Meskhi ნათია ჩხვირკია